• რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი

    ზოგჯერ მშობლებს არ ძალუძთ დამოუკიდებლად საკუთარ შვილებზე ზრუნვა; ზოგჯერ ბავშვები კარგავენ მშობლებს ან არაფერი იციან მათ შესახებ. სწორედ ესენი არიან ის ბავშვები, ვისაც ჩვენ ვეხმარებით.

  • მშობელი

    ჩვენი მიზანია მშობლებმა და აღმზრდელებმა ბავშვებს შეუქმნან უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემო და შეინარჩუნონ მჭიდრო ურთიერთობები. ბავშვს მუდმივად სჭირდება, როგორც მხარდაჭერა და წახალისება, ისე ნდობისა და მხარდაჭერის გამოხატვა

  • დედმამიშვილობა

    ჩვენი მიზანია არ დავაშოროთ ოჯახის წევრები ერთმანეთს. იქ სადაც ეს შეუძლებელია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ დედმამიშვილების ერთად აღზრდას, რათა მათ შეძლონ საერთო ისტორიის შექმნა-შენარჩუნება.

  • ოჯახი

    მიუხედავად მათი წარსული გამოცდილებისა, ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ისეთ ოჯახში, რომელიც ეხმარება მათ თავინათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში

  • სახლი

    ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს კეთილსაიმედო გარემოს შექმნაში, რათა ბავშვებმა თავი იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში

  • ბედნიერი ბავშვობის წუთები

    ჩვენი მიზანია ბავშვებს შევუნარჩუნოთ ბავშვობა და შევუქმნათ სიყვარულით სავსე გარემო, სადაც ისინი თავს იგრძნობენ დაცულად და კომფორტულად და შეიქმნიან ტკბილ მოგონებებს.

  • სოფელი - ბავშვზე ორიენტირებული მეგობრული გარემო

    სოფელი არის თემის ნაწილი და იგი წარმოადგენს ბავშვების აღზრდისთვის შესაფერის გარემოს, სადაც მათი საჭიროებები გათვალისწინებულია. ამ გარემოში მათ ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ თავდაჯერებულნი და განვითარდნენ თემის მხარდაჭერით

  • ბავშვობა კულტურული მრავალსფეროვნების კონტექსტში

    ჩვენი მიზანია დავეხმაროთ თითოეულ ბავშვს შეძლოს საკუთარი ღირებულებების ჩამოყალიბება და პატივი სცეს როგორც საკუთარ, ისე სხვების მრწამსსა და კულტურულ თავისებურებებს.

  • განათლება და პიროვნული ზრდა

    ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, რათა მან შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა.

ჩვენი საქმიანობა

  • ოჯახის გაძლიერების პროგრამა

    მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. თითოეული ბავშვისთვის აუცილებელია ისეთი ოჯახური გარემო, რომელიც ხელს უწყობს მის ჯანსაღ განვითარებას.

  • ალტერნატიული ზრუნვა

    ყველა ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს მზრუნველ ოჯახურ გარემოში. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, საჭირო ხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული მომსახურების მიწოდება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ოჯახურთან მიახლოებულ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს.

რუკა

რუკა

  • თბილისი
    ოჯახის გაძლიერების პროექტი, 9 მცირე საოჯახო სახლი, ახალგაზრდული სახლი, ახალგაზრდების ნახევრად დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამები
  • ზესტაფონი
    მცირე საოჯახო სახლი
  • საჩხერე
    მცირე საოჯახო სახლი
  • ამბროლაური
    მცირე საოჯახო სახლი
  • ქუთაისი
    ოჯახის გაძლიერების 2 პროექტი, დღის ცენტრი 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, 13 მცირე საოჯახო სახლი
  • ხონი
    მცირე საოჯახო სახლი
  • ჩხოროწყუ
    მცირე საოჯახო სახლი
  • ზუგდიდი
    ოჯახის გაძლიერების პროექტი, დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
  • წალენჯიხა
     2 მცირე საოჯახო სახლი

შემოწირულობა

მოხარული ვიქნებით, მივიღოთ თქვენგან ნებისმიერი სახის დახმარება. თქვენი თითოეული შენატანი წვლილს შეიტანს მიტოვების რისკის წინაშე მყოფი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების კეთილდღეობაში.

დეტალურად

NEWS

  • მრგვალი მაგიდის შეხვედრა ზუგდიდში...

    2018 წლის 28 ივნისს ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვა...

    ვრცლად
  • "ბიბლუსის" საჩუქარი...

    წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა“, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს", ...

    ვრცლად
  • პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზ...

    ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური ...

    ვრცლად

პარტნიორები