მოხალისეობის ფორუმი 2018

31.05.2018

მოხალისეობის ფორუმი 2018
საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა მონაწილეობა მიიღო განათლების სამინსიტროში ჩატარებულ მოხალისეობის ფორუმში.  ფორუმი ორგანიზაცია "Helping Hand"-ის ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენა-ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და  ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობას. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობა მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.