მრგვალი მაგიდის შეხვედრა ზუგდიდში

28.06.2018

მრგვალი მაგიდის შეხვედრა ზუგდიდში
2018 წლის 28 ივნისს ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდის შეხვედრა, სადაც მოწვეულ იქნა სახელმწიფო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე პროექტის სოციალურმა მუშაკებმა, წარადგინეს მომსახურებაში ჩართული, უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი, ორ ოჯახში გამოკვეთილი საჭიროებები. განხორციელდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლის განყოფილებისა და ბავშვზე ზრუნვის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი ოჯახებში, ასევე ადგილზე მდგომარეობას გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  განყოფილების წარმომადგენლები.
ოჯახები შეფასდა, როგორც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე მოსახლეებად.  შესაბამისი სამსახურების მიერ, შეთავაზებულ იქნა ბენეფიციარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ისეთი სერვისების უმოკლეს ვადაში მიწოდება, როგორიცაა:
  • რამდენიმე თვის საპენსიო თანხის  გაცემა;
  • შშმ ბავშვიანი ოჯახისათვის და ხანდაზმული ოჯახის წევრისათვის ძვირადღირებული მედიკამენტების შესყიდვა;
  • შშმ ბავშვისათვის ადაპტირებული ეტლის დამზადება;
  •  ოთახის კეთილმოწყობა;
  • საცხოვრებელი ფართის გადახურვა და შერემონტება.