ჩვენი საქმიანობა

ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეძლონ საკუთარ შვილებზე ზრუნვა. ჩვენ ვაწვდით მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს ხარისხიან ალტერნატიულ ზრუნვას.

ოჯახის გაძლიერების პროგრამა 1

მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. თითოეული ბავშვისთვის აუცილებელია ისეთი ოჯახური გარემო, რომელიც ხელს უწყობს მის ჯანსაღ განვითარებას.
 
ოჯახის გაძლიერების პროგრამის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება, რათა ბავშვები აღიზარდონ  უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახების თანადგომის ქსელის გაძლიერებას.
აღნიშნული პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორების გამო საჭიროებენ მხარდაჭერასა და დახმარებას.
ოჯახის გაძლიერების პროგრამა ბენეფიციარ ბავშვებსა და მათს მშობლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა:
•           ფსიქო-სოციალური დახმარება;
•           დასაქმებასა და თვითდასაქმებაში ხელშეწყობა;
•           დღის ცენტრები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის;
•           დედათა და ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრები.
დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით ოჯახის გაძლიერების პროგრამის მომსახურებით სარგებლობს 1024 ბავშვი. 

ოჯახის გაძლიერების პროგრამა

ალტერნატიული ზრუნვა 2

ყველა ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს მზრუნველ ოჯახურ გარემოში. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, საჭირო ხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული მომსახურების მიწოდება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ოჯახურთან მიახლოებულ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს.
 
ჩვენი მიზანია, მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს დავეხმაროთ საკუთარი მომავლის შექმნა-ჩამოყალიბებაში.  ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მათ ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ჩამოაყალიბონ მყარი ურთიერთობები და ინტერესისა და ნიჭის შესაბამისად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს მიიღონ განათლება, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
ალტერნატიული ზრუნვის ფარგლებში, ორგანიზაცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს  სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას:
•           მცირე საოჯახო სახლები;
•           ახალგაზრდული სახლები;
•           ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამები.
დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებით სარგებლობს 238 ბავშვი და ახალგაზრდა. 

ალტერნატიული ზრუნვა

რუკა

რუკა

  • თბილისი
    ოჯახის გაძლიერების პროექტი, 9 მცირე საოჯახო სახლი, ახალგაზრდული სახლი, ახალგაზრდების ნახევრად დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამები;ოჯახის გაძლიერების პროექტი, 9 მცირე საოჯახო სახლი, ახალგაზრდული სახლი, ახალგაზრდების ნახევრად დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამები;
     
  • ზესტაფონი
    მცირე საოჯახო სახლი
  • საჩხერე
    მცირე საოჯახო სახლი
  • ამბროლაური
    მცირე საოჯახო სახლი
  • ქუთაისი
    ოჯახის გაძლიერების 2 პროექტი, დღის ცენტრი 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, 13 მცირე საოჯახო სახლი
  • ხონი
    მცირე საოჯახო სახლი
  • ჩხოროწყუ
    მცირე საოჯახო სახლი
  • ზუგდიდი
    ოჯახის გაძლიერების პროექტი, დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იხილით რუკაზე
  • წალენჯიხა
     2 მცირე საოჯახო სახლი