ძირითადი აღმზრდელი/დედობილი, მამობილი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 05.02.2018

ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ძირითადი აღმზრდელი პირები: დედობილი, მამობილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი აღმზრდელის (დედობილის და მამობილის) მოვალეობაა ოჯახში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო და იზრუნოს ბავშვებზე იმისათვის, რომ ისინი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. შესაბამისად, ძირითადი აღმზრდელი მონაწილეობას იღებს ბავშვების ინდივიდუალური განვითარების გეგმების წარმოებაში, რათა დროულად დაეხმაროს მათ ცოდნის მიღებაში, ხელი შეუწყოს ბავშვების სოციალური უნარების განვითარებასა და მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემოს შექმნა;
** მათ პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) მეურნეობის გაძღოლა;
** ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით; 
** თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების სწორად განსაზღვრა მათი სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, აქტიური მონაწილეობა ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შექმნაში მონაწილე სხვა სპეციალისტებთან ერთად (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ა.შ.); 
** ბავშვების ეტაპობრივად მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის; 
** მჭიდრო კავშირების დამყარება თემთან და მონაწილეობის მიღება თემის ცხოვრებაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ოჯახური მდგომარეობა: წყვილი უნდა იმყოფებოდეს ოფიციალურ ქორწინებაში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
** დამატებითი სამუშაო პირობები
** წყვილი ცხოვრობს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და სარგებლოს კვირაში ერთი დასვენების დღით. 
** ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას თითოეულ აღმზრდელს ყოველთვიურად გადაუხადოს ხელფასი და სრულად დაფაროს მცირე საოჯახო ტიპის სახლში ყოფნის პერიოდში აღმზრდელების კვების და კომუნალური ხარჯები;
** აღმზრდელები ისარგებლებენ შემდეგი სახის ბენეფიტებით: სამედიცინო და საპენსიო დაზღვევა, შვებულება 41 კალენდარული დღის ოდენობით, ტელეფონის ლიმიტი და სხვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2018 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის 11ა ტელ: 2204283. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.