სოციალური მუშაკი - ქუთაისი

ადგილმდებარეობა : იმერეთი

ბოლო ვადა : 28.02.2019

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
მუშაობის პერიოდი: მარტი 2019 - დეკემბერი 2019

საქმიანობის ძირითადი მიზანი: მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შემთხვევების მართვის (case management) წარმოება 
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება 
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან (სახელმწიფო სოციალური მუშაკ(ებ)ი, ფსიქოლოგი, დასაქმებისა და განათლების სპეციალისტები) მუშაობა 
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა 
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
** ბავშვებთან და ოჯახებთან სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება 
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** წერითი უნარ-ჩვევები 
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი 
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.