ვაკანსია

ადგილმდებარეობა :

ბოლო ვადა : 31.05.2018

სამუშაო ადგილი: ჩხოროწყუ (მის: შენგელიას #24)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** გაუძღვეს მის პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) მეურნეობას;
** უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით; 
** შეასრულოს საჭირო საოჯახო-სამეურნეო სამუშაო; 
** ასწავლოს ბავშვებს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი ცხოვრებაზე და ეტაპობრივად მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის; 
** უზრუნველყოს მასზე მინდობილი ბავშვების აღზრდა-განათლება და მათი კეთილდღეობა;
** მჭიდრო კავშირები დაამყაროს ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრებთან, თემთან და მონაწილეობა მიიღოს თემის ცხოვრებაში; 
** შეცვალოს ჩამნაცვლებელი აღმზრდელი (ბიძა/დეიდა) მათი შვებულებისა და/ან საგანგებო სიტუაციების დროს.
** იზრუნოს მაქსიმუმ 8 სხვადასხვა ასაკისა და სქესის ბავშვზე, მიუხედავად მათი სქესისა, ეთნიკურობისა (ეროვნებისა), რელიგიისა, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციისა.

მოთხოვნები:

** წყვილი, რომელიც იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დამატებითი სამუშაო პირობები

** ცვლაში მორიგეობა,ძირითადი სამუშაო ორშაბათი-პარასკევი, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე - ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი№3, ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელი; 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.