არცერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მარტო
ჩვენ, „SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან დღემდე საქართველოში სიღარიბეში მცხოვრები და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მთავარი საყრდენი ვართ. ამ წლების განმავლობაში შევძელით, რომ უკეთესობისკენ შეგვეცვალა 12 000-ზე მეტი ოჯახის, 2500-მდე ბავშვისა და ახალგაზრდის ცხოვრება. ჩვენი ზრუნვა ბენეფიციარების კონკრეტულ საჭიროებებზეა ორიენტირებული - ჩვენ ვეხმარებით და ვაძლიერებთ მათ როგორც მატერიალურად, ასევე, ემოციურად და ფსიქოლოგიურად.
საერთაშორისო გამოცდილება, პროფესიონალების მიერ შექმნილი უნიკალური პროგრამები და საქმისადმი ერთგულება არის ის, რაც ყველასგან გამოგვარჩევს. თუმცა, საზოგადოების ჩართულობის გარეშე არაფერი გამოგვივა. თქვენი თითოეული დონაცია ჩვენთვის ნიშნავს, სულ მცირე, ერთი ბავშვის გაუმჯობესებულ ცხოვრებას - ერთით მეტ ბავშვს, რომელსაც არ შია, არ სცივა, არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ არის მარტო. მხოლოდ ასე - ჩვენი ძალების გაერთიანებით შევქმნით უკეთეს მომავალს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
როგორ ვზრუნავთ ბავშვებზე
ნამდვილი ისტორიები
ჩვენი ორგანიზაციის მასშტაბი
ვმუშაობთ საქართველოს 6 რეგიონში