გუნდის ლიდერი
სამუშაო ადგილი
თბილისი
სამუშაო გრაფიკი
ნახევარ განაკვეეთზე
ბოლო ვადა
01.03.2026
SOS ბავშვთა სოფელი ეძებს ენერგიულ და ქარიზმატულ გუნდის ლიდერს!
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს ლიდერული პოტენციალი და გინდა, რომ შენი გამოცდილება საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდეს — ეს ვაკანსია ზუსტად შენთვისაა.
რა იქნება შენი როლი?
-
გუნდის მენეჯმენტი: დააკომპლექტო, მართო და განავითარო გუნდი; შექმნა პოზიტიური განწყობა და პროდუქტიული გარემო საერთო მიზნების მისაღწევად.
-
იყო როლური მოდელი: პირადი მაგალითით აჩვენო გუნდს, როგორ მუშაობს ეფექტური პირისპირ (Face-to-Face) კომუნიკაცია.
-
მართო პროცესი: ჩაატარო ტრენინგები, გასცე პროფესიული უკუკავშირი და მუდმივად გააუმჯობესო შედეგები. იმუშავებ როგორც „ველზე“, ისე ოფისში.
-
კოორდინაცია: მართო ლოკაციები და იყო დამაკავშირებელი რგოლი მენეჯმენტსა და გუნდს შორის.
რას გთავაზობთ ჩვენ?
-
მოქნილი გრაფიკი: 30-საათიანი სამუშაო კვირა (დღეში 6 საათი) საშუალებას გაძლევს, კარიერა და პირადი ინტერესები იდეალურად შეათავსო.
-
ღირსეული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.
-
დადებითი სოციალური გავლენა: შენი ძალისხმევით მოზიდული თითოეული დონორი პირდაპირ ცვლის ბავშვების ცხოვრებას უკეთესობისკენ.
-
ლიდერობის შესაძლებლობა: შეიძინე გუნდის მართვის ისეთი უნარები, რომლებიც ნებისმიერ სფეროში შენი წარმატების საფუძველი გახდება.
იდეალური კანდიდატი ხარ, თუ:
-
გაქვს გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება (ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
-
შეგიძლია გუნდის მოტივირება და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება.
-
ფლობ კომუნიკაციის „სუპერძალას“ — შეგიძლია ნებისმიერი ადამიანის დაინტერესება.
-
გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და არ გაშინებს გამოწვევები.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნე რეზიუმე მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში (Subject) მიუთითე: „გუნდის ლიდერი“.