საბავშვო ილუსტრირებული წიგნის კონკურსის შედეგები ცნობილია

25.02.2026

SOS ბავშვთა სოფელი სიხარულით გიზიარებთ პროექტის — „უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში“ — ფარგლებში გამოცხადებული შემოქმედებითი კონკურსის შედეგებს. 

მოხარულები ვართ, რომ საბავშვო ილუსტრირებული წიგნის შინაარსის შესაქმნელად გამოცხადებულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და საბოლოოდ გამოავლინა ავტორები, რომელთა ნამუშევრებიც სააღმზრდელო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

როგორ წარიმართა შერჩევის პროცესი?

კონკურსზე სულ 37 ნაშრომი იქნა წარმოდგენილი. ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, სპეციალურმა კომისიამ ნამუშევრები „ანონიმური რეცენზირების“ პრინციპით, ავტორების ვინაობის ცოდნის გარეშე შეაფასა.

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

კომისიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებად დასახელდნენ:

  1. ლელა ცუცქირიძე — ნაწარმოებით „თხუნელა უთუ-უთუს ამბავი“
  2. დიანა ანფიმიადი — ნაწარმოებით „ბარტყი კივი და მთვარის კონცერტი“

ასევე, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილები ერგოთ ელენა ქოთილაიძეს, ანა გერლიანსა და მარი გაბედავას, რომელთაც სიმბოლური პრიზები გადაეცემათ. 

რა იგეგმება შემდეგ?

გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ კუთვნილი ჯილდო. თუმცა, პროექტის მთავარი ღირებულება წინ არის — ამ ნაშრომების საფუძველზე შეიქმნება ილუსტრირებული წიგნები.

ეს გამოცემები პირდაპირ დაეხმარება საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, რათა საგანმანათლებლო პროცესი უფრო საინტერესო, სახალისო და ღირებულებებზე ორიენტირებული გახდეს ჩვენი პატარებისთვის.

SOS ბავშვთა სოფელი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს საინტერესო იდეებისა და შემოქმედებითი ენერგიისთვის!

გააზიარეთ სასურველ მედიაში