მეგობრობის ისტორია - საჭადრაკო კლუბი მერანი
19.02.2026
როდესაც ახალს სწავლობ, ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება. სწორედ ასეთი სიახლეებით დაიწყო თებერვალი SOS ბავშვთა სოფლის ქუთაისის პროგრამებში.
გვიხარია, რომ ჩვენს ორგანიზაციას ახალი მეგობარი და მხარდამჭერი გამოუჩნდა — ააიპ საჭადრაკო კლუბი „მერანი“ და მისი ხელმძღვანელი, მერი ჟორჟოლიანი.
რას გულისხმობს თანამშრომლობა?
გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საჭადრაკო კლუბი „მერანი“ ჩვენი ბენეფიციარებისათვის (ოჯახის გაძლიერების პროექტი, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი) ჭადრაკის გაკვეთილებს სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.
ბავშვები უკვე აქტიურად ეუფლებიან ჭადრაკის ხელოვნებას. კლუბმა მათ საჩუქრად სახელმძღვანელოები და საჭადრაკო დაფებიც გადასცა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს წვდომა ისეთ აქტივობებზე, რომლებიც მათ პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ - ლელა ბარაბაძე, ქუთაისის პროგრამების დირექტორი.
ჭადრაკი ბავშვებს ეხმარება კონცენტრაციის, სტრატეგიული აზროვნებისა და მოთმინების უნარების განვითარებაში. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ჩვენი პატარა დიდოსტატების სამზადისი დიდ გამარჯვებებამდე ოფიციალურად დაწყებულია.
SOS ბავშვთა სოფელი დიდ მადლობას უხდის კლუბ „მერანს“ თანადგომისათვის. გვჯერა, რომ ქველმოქმედების ძალა ერთობაშია და მსგავსი პარტნიორობები ბავშვებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
მსგავსი პროგრამები

რუსუდან წერეთელი: ქალი, რომელსაც ბავშვების სჯეროდა
არსებობს ისტორიები, რომლებიც არასდროს გავიწყდება. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტორიებს ყოველდღე ქმნიან - შრომით, მოთმინებით და სხვებზე ზრუნვით.
13.07.2026

ნიუსლეთერი N3
გიზიარებთ, რისი გაკეთება შევძელით გასული სამი თვის განმავლობაში.
14.05.2026

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციაში?
სკოლის დაწყება ბავშვისთვის ახალი ეტაპია, რომელსაც ხშირად თან ახლავს სირთულეები. ამ დროს მშობლების/ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
23.09.2025