მეგობრობის ისტორია - ნინო თვალთვაძე

19.12.2025

არსებობს კავშირები, რომლებიც წლებსა და გამოწვევებს უძლებს. სწორედ ასეთი, გულწრფელი ერთგულებით იწყება ჩვენი და ნინო თვალთვაძე მეგობრობის ისტორია.

ნინო 2018 წლიდან SOS ბავშვთა სოფლის ქუთაისის პროგრამების გვერდით დგას. უკვე ტრადიციად იქცა ყოველი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ნინოს ზარი და ვიზიტი, კითხვა: „რა გვჭირდება? რა გაუხარდებათ ბავშვებს ყველაზე მეტად?“

ამჯერად ნინომ ჩვენს პატარებს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა - მან თავშესაფრის ბიბლიოთეკას ახალი სიცოცხლე აჩუქა. მისი ინიციატივით, თაროები უამრავი საინტერესო და ფერადი წიგნით შეივსო. ახლა ბავშვებს საშუალება აქვს, გადაშალოს ახალი თავგადასავალი, იმოგზაუროს ჯადოსნურ სამყაროში და იპოვოს თავისი საყვარელი გმირი.

წიგნებთან ერთად, ნინომ ტანსაცმელიც მოიტანა, რომელიც უკვე გადავანაწილეთ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.

„მეგობრობა ნიშნავს, იყო იქ, სადაც შენი იმედი აქვთ. ნინო სწორედ ასეთი ადამიანია — კარგი ამბების შემოქმედი, რომელიც საკუთარი კეთილი საქმეებით სხვების ცხოვრებას ცვლის.“ — ლელა ბარაბაძე

მხარდაჭერა, რომელსაც ქალბატონი ნინოსგან წლების განმავლობაში ვგრძნობთ, გვაჩვენებს, რომ ქველმოქმედება ძალა ერთობაშია!

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

როგორ ვაქციოთ ინტერნეტი უსაფრთხო სივრცედ ჩვენი შვილებისთვის

როგორ ვაქციოთ ინტერნეტი უსაფრთხო სივრცედ ჩვენი შვილებისთვის

10 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ვირტუალური სამყარო ისეთივე ყურადღებასა და დაცვას საჭიროებს, როგორსაც რეალური

10.02.2026

როგორ გავაუქმოთ ყოველთვიური დონაცია

როგორ გავაუქმოთ ყოველთვიური დონაცია

დონაციის გაუქმება ან დამახსოვრებული ბარათის წაშლა ძალიან მარტივია. მომხმარებლის პირად კაბინეტში აირჩიეთ „დონაციის გაუქმება“, მიუთითეთ მიზეზი და დაადასტურეთ არჩევანი. ამის შემდეგ თანხა თქვენგან აღარ ჩამოგეჭრებათ. დონაციის გაუქმებისთანავე, თქვენი ბარათის მონაცემები სისტემიდან ავტომატურად წაიშლება.

08.09.2025