მეგობრობის ისტორიები ქუთაისიდან
27.04.2026
გაზაფხული ქუთაისში ყოველთვის სხვანაირია, მაგრამ წელს ჩვენს ეზოში მან განსაკუთრებით მხიარულად შემოაბიჯა. ზოგჯერ ერთი მეგობრული ზარი ან მოულოდნელი სტუმრობა საკმარისია, რომ რუტინა ნამდვილ დღესასწაულად იქცეს.
კარგი ამბები ქუთაისიდან:
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციის ინიციატივით, SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარები ჯგუფ „ურსას“ კონცერტს დაესწრნენ. მუსიკა, რიტმი და ის საოცარი ენერგეტიკა, რომელიც სცენიდან მოდიოდა, პატარებისთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცა.
სულ რამდენიმე დღეში კი ჩვენს ეზოში ახალი მეგობრები გამოჩნდნენ. ამჯერად ბავშვებს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კერძო სკოლა "პროგრესის" მშობელთა ასოციაცია ესტუმრა და პატარებს საჩუქრად ველოსიპედი და უამრავი სათამაშო გადასცეს.
„მეგობრობა ნიშნავს, იყო იქ, სადაც შენი იმედი აქვთ." - ლელა ბარაბაძე, ქუთაისის პროგრამების დირექტორი.
"მადლიერნი ვართ როგორც მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაციის, ისე სკოლა „პროგრესის“ მშობელთა ასოციაციის. მსგავსი თანადგომა გვაჩვენებს, რომ ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა საერთო საქმეა.“
ქველმოქმედების ძალა ერთობაშია!
მსგავსი პროგრამები

მეგობრობის ისტორია - ნინო თვალთვაძე
არსებობს მეგობრობა, რომელიც წლებს უძლებს და ყოველ წელს ახალი, კეთილი საქმეებით ბრუნდება. წაიკითხეთ, თუ როგორ ხდება ერთი ადამიანი კარგი ამბების შემოქმედი!
19.12.2025

ნიუსლეთერი N4
გიზიარებთ, რისი გაკეთება შევძელით გასული სამი თვის განმავლობაში.
19.10.2026

ნიუსლეთერი N1
გიზიარებთ, რისი გაკეთება შევძელით გასული სამი თვის განმავლობაში.
28.10.2025