საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარების მხარდაჭერა

2013

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ემსახურება ბავშვთა მიტოვების პრევენციას და ხელს უწყობს თავშესაფარში განთავსებული მარტოხელა ახალგაზრდა დედების გაძლიერებას, რათა მათ თავშესაფრიდან გასვლის შემდგომ დამოუკიდებლად შეძლონ უსაფრთხო გარემოში ბავშვ(ებ)ზე სათანადოდ ზრუნვა.

2012-2013 წლებში, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური დახმარებით განხორციელდა პროექტი - „საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარების მხარდაჭერა“, რომელიც ითვალისწინებდა მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ასოციაციის ჩამოყალიბებას.

ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ასოციაცია აერთიანებს 10-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას და მრავალი წელია ადვოკატობას ეწევა საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში

გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში

2020-2023 წლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 39-თვიანი პროექტი - „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში”.

2020-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება

2013-2016 წლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა პროექტი - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“.

2013-2016

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2020-2022 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 3-წლიანი პროექტი - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.

2020-2022