გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში

2020-2023

პროექტი მიზნად ისახავდა გურიისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და კახეთის (თელავის მუნიციპალიტეტი) რეგიონების თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ბავშვთა დაცვის ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერებით.

საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს პარტნიორობას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები - „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“.
სამი წლის განმავლობაში, პროექტი მოემსახურა 1042 ბავშვს, 149 მშობელს, 473 მასწავლებელსა და ბავშვთა დაცვის 74 ადგილობრივ სპეციალისტს.

შეიქმნა არაერთი საგანმანათლებლო რესურსი, მათ შორის საინფორმაციო ვიდეორგოლები და ბროშურები ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა შრომის შესახებ.

კრიზისში მყოფი ოჯახების გაძლიერების მიზნით, მშობლები და ბავშვები ჩაერთნენ პოზიტიური მშობლობისა და ბავშვთა უფლებების, მცირე ბიზნესის წარმოების, ბიზნეს გეგმების მართვის, დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებასთან დაკავშირებულ ტრენინგებში, გარდა ამისა, მიიღეს სახელობო განათლება და შეიძინეს პროფესია სხვადასხვა პროფესიული კურსის მეშვეობით.
ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაში ჩაერთო 129 ოჯახი. 50 ოჯახს გადაეცა აგრო გრანტი და მიიღეს ექსპერტთა მხარდაჭერა სტარტაპისთვის. 53 ოჯახის შემოსავალი გაიზარდა 20%-ზე მეტით (საშუალოდ 39,5%).

ბავშვთა დაცვის ადგილობრივმა სპეციალისტებმა აიმაღლეს კომპეტენცია კრიზისში მყოფი ოჯახების საჭიროებების შეფასებისა და ინტერვენციების განხორციელების მიმართულებით.
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გაიზიარეს პროექტის გამოცდილება და დანერგეს ადგილობრივი სოციალური პროგრამები კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით.

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით

ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით

„ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით“ (SOS-Kinderdörfer weltweit) ფინანსური მხარდაჭერითა და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ ახორციელებს 21-თვიან პროექტს - „ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით“.

2025-2027

უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში

უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში

ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით“ (SOS-Kinderdörfer weltweit) ფინანსური მხარდაჭერითა და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ ახორციელებს ერთწლიან პროექტს - „უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში

2026

საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარების მხარდაჭერა

საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარების მხარდაჭერა

2013 წელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური დახმარებით განვითარდა დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურება, რომლის დანიშნულებაა მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვების დედების (მარტოხელა ახალგაზრდა მშობლები) და მათი 10 წლამდე ასაკის შვილების თავშესაფრითა და სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა, მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.

2013