უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში

2026

პროექტის - „უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში“ - მიზანია თბილისის საბავშვო ბაღებში ადრეული განათლების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესება. მისი მთავარი ამოცანებია ბავშვთა დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესება, ინკლუზიური განათლების პრაქტიკის გაძლიერება,

ეკოგანათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა და პროფესიული განვითარების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტით პირდაპირ ისარგებლებს თბილისის 12 საბავშვო ბაღში ჩარიცხული 2 400 ბავშვი, საბავშვო ბაღის 108 თანამშრომელი, და 400-მდე მშობელი.

პროექტი დაფინანსებულია „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით“ (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ. იგი ერთწლიანია და 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბერის ჩათვლით განხორციელდება თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2017 წელს, ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვითარდა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სპორტული ინფრასტრუქტურის (სპორტული და სათამაშო მოედნები) განვითარებას, ამავე თემში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა და განმტკიცების მიზნით.

2017

გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში

გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში

2020-2023 წლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 39-თვიანი პროექტი - „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში”.

2020-2023

ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ახორციელებს 3-წლიან პროექტს - „ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“

2023-2025