ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2017

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის. შესაბამისად, ბავშვების სპორტულ აქტივობებში ჩართვა ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, შფოთვის დაძლევას, თვითგამოხატვისა და სხვა სოციალური უნარების განვითარებას. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა მჭიდროდ ითანამშრომლა ინგირის N2 საჯარო სკოლასთან და გადასცა სპორტული ინვენტარი, რათა სკოლის მოსწავლეებს სპორტული აქტივობების დროს შესძლებოდათ მათი აქტიური გამოყენება.

პროექტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2020-2022 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 3-წლიანი პროექტი - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.

2020-2022

ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის

ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის

2018 წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა, ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდთან და World Vision საქართველოსთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი - „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“.

2018

საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარების მხარდაჭერა

საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარების მხარდაჭერა

2013 წელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური დახმარებით განვითარდა დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურება, რომლის დანიშნულებაა მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვების დედების (მარტოხელა ახალგაზრდა მშობლები) და მათი 10 წლამდე ასაკის შვილების თავშესაფრითა და სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა, მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.

2013