ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის
2018
პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს ოთხი რეგიონის მუნიციპალიტეტებში (ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი) მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.
პროექტი ითვალისწინებდა ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური პლატფორმის - ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას, ახალგაზრდების დასაქმებისა და სამოქალაქო ჩართულობისათვის აუცილებელი უნარების განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნა რვა ახალგაზრდული კლუბი, რომელიც მოიცავდა 199 პირდაპირ და 1191 არაპირდაპირ მომსახურების მოსარგებლეს.
2019 წლის ნოემბერში, ორგანიზებულ იქნა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისა და World Vision საქართველოს თანამშრომლებმა, ასევე, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. პროექტის დახურვის კონფერენციაზე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ პროექტის ფარგლებში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს.
მსგავსი პროგრამები

ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით
„ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით“ (SOS-Kinderdörfer weltweit) ფინანსური მხარდაჭერითა და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ ახორციელებს 21-თვიან პროექტს - „ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით“.
2025-2027

იმერეთის რეგიონში მცხოვრები 230 მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება
2016-2019 წლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა პროექტი - „იმერეთის რეგიონში მცხოვრები 230 მოწყვლადი ოჯახის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“.
2016-2019

საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ახორციელებს 46-თვიან პროექტს - „საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება“ (2024-2028წწ). პროექტის ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „ჯვარის სათემო განათლების ცენტრი“.
2024-2028