საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება
2024-2028
პროექტი მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
მსგავსი პროგრამები

ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის დაფინანსებით, მიმდინარეობს 38-თვიანი პროექტი - „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ (2022-2025წწ.). პროექტი ხორციელდება საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის, ბელარუსის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისა და ყირგიზეთის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ.
2022-2025

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2017 წელს, ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვითარდა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სპორტული ინფრასტრუქტურის (სპორტული და სათამაშო მოედნები) განვითარებას, ამავე თემში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა და განმტკიცების მიზნით.
2017

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2020-2022 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 3-წლიანი პროექტი - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.
2020-2022