ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა
2022-2025
რაც შეეხება საქართველოს, პროექტი - „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ხორციელდება საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ, „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრთან“, საზოგადოება „ბილიკთან“ და „გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ ერთობლივი პარტნიორობით, თბილისში, თელავისა და გორის მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი ახალგაზრდების ინდივიდუალური ინტერესებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, ასევე, მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში მხარდაჭერას.
მსგავსი პროგრამები

საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ახორციელებს 46-თვიან პროექტს - „საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება“ (2024-2028წწ). პროექტის ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „ჯვარის სათემო განათლების ცენტრი“.
2024-2028

გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში
2020-2023 წლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელდა 39-თვიანი პროექტი - „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიისა და კახეთის რეგიონებში”.
2020-2023

მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2017-2019 წლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - “მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, მათი შვილების უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში აღზრდა-განვითარების მიზნით.
2017-2019