ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით

2025-2027

პროექტის - „ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით“ - მიზანია ინკლუზიური ადრეული განათლების გარემოს ხელშეწყობა, ლტოლვილი ბავშვებსა და მათ მზრუნველებს შორის ფსიქოსოციალური მედეგობის გაზრდა და ქართველ და უკრაინულ ოჯახებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება. მოსალოდნელია, რომ პროექტს ეყოლება დაახლოებით 235 პირდაპირი და 130 არაპირდაპირი ბენეფიციარი, მათ შორის, როგორც ქართველი, ისე უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახები და ბავშვები.

პროექტი ხორციელდება თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით და მისი ხანგრძლივობა 21 თვეა (2025 წლის დეკემბერი - 2027 წლის აგვისტო). იგი დაფინანსებულია „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით“ (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ.

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2017 წელს, ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვითარდა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სპორტული ინფრასტრუქტურის (სპორტული და სათამაშო მოედნები) განვითარებას, ამავე თემში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა და განმტკიცების მიზნით.

2017

საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება

საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ახორციელებს 46-თვიან პროექტს - „საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება“ (2024-2028წწ). პროექტის ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „ჯვარის სათემო განათლების ცენტრი“.

2024-2028

ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა

ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის დაფინანსებით, მიმდინარეობს 38-თვიანი პროექტი - „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ (2022-2025წწ.). პროექტი ხორციელდება საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის, ბელარუსის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისა და ყირგიზეთის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ.

2022-2025