VIBEs for youth II
06.10.2026
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში „VIBEs for Youth II“ - „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“. პროექტი ხორციელდება თბილისში, მარნეულსა და ბოლნისში.
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/UWv6V9PfJfcThzDs9
პროექტის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- მიიღონ მხარდაჭერა პროფესიული განათლების მიღების პროცესში;
- გაიარონ სტაჟირება და მიიღონ მხარდაჭერა ღია შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის;
- მიიღონ მხარდაჭერა მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მიმართულებით.
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ-ერთ შემდეგ ჯგუფს:
- სოციალურად დაუცველი პირები;
- მარტოხელა ან ახალგაზრდა მშობლები;
- უმცირესობების წარმომადგენლები;
- პირები, რომლებსაც აქვთ ან წარსულში ჰქონდათ კანონთან კონფლიქტი;
- პირები, რომლებსაც აქვთ ძალადობის გამოცდილება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან ალტერნატიული ზრუნვის სისტემაში ან აქვთ ალტერნატიულ ზრუნვაში ყოფნის გამოცდილება.
როგორ ჩაერთოთ?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/UWv6V9PfJfcThzDs9 რის შემდეგაც ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ.
ასევე, შეგიძლიათ გვეწვიოთ მისამართზე:
ალ. ყაზბეგის გამზირი N53, სადარბაზო I, II სართული, ბინა 4
სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი
სამუშაო საათები: 11:00–17:00
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი ხელს უწყობს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას, მათ სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებას.
მსგავსი პროგრამები

რას ნიშნავს, იყო ყოველთვიური დონორი?
იყო ყოველთვიური დონორი ნიშნავს, რომ თქვენ რეგულარულად, თვეში ერთხელ, განსაზღვრული თანხით გვეხმარებით ბავშვებისთვის მზრუნველობით სავსე გარემოს შექმნაში. ეს არის მარტივი გზა, რათა მუდმივად იყოთ ცვლილების ნაწილი და კარგი ამბების შემოქმედი.
12.03.2026

რუსუდან წერეთელი: ქალი, რომელსაც ბავშვების სჯეროდა
არსებობს ისტორიები, რომლებიც არასდროს გავიწყდება. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტორიებს ყოველდღე ქმნიან - შრომით, მოთმინებით და სხვებზე ზრუნვით.
13.07.2026

საბავშვო ილუსტრირებული წიგნის კონკურსის შედეგები ცნობილია
გამარჯვებულები გამოვლინდნენ: საბავშვო ილუსტრირებული წიგნის კონკურსის შედეგები ცნობილია
25.02.2026